პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი: მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა

Real American Freestyle-ის ცნობით, აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 50-50 ათასიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

RAF-ის აღმასრულებელი დირექტორი: მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა
ფორმულა

Real American Freestyle-ის აღმასრულებელლმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩედ ბრონსტეინმა, RAF Wrestling-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში დაბრუნდა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი ჩვენთან, აბუ-დაბიში, დაბრუნდა.

გვინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ აბუ-დაბის შესაბამის ორგანოებს მათი პროფესიონალიზმისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ კვლავ მომავალზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთანაა", - ნათქვამია განცხადებაში.

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი 50-50 ათასიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ინფორმაციას croco.ge ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს, თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა" - RAF-ის თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიმერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
RAF-ის ტურნირზე საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერს დაუპირისპირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები