პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დვალიშვილზე თავდამსხმელი ნურმაგომედოვები და სხვები აბუ-დაბის ციხიდან გამოუშვეს

აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ძმები უსმან და უმარ ნურმაგომედოვები და მათი გუნდელები ციხიდან გაათავისუფლეს, დაკისრებული ჯარიმა კი განახევრდა. გადაწყვეტილება, მედიის ცნობით, დაზარალებულთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს.

დვალიშვილზე თავდამსხმელი ნურმაგომედოვები და სხვები აბუ-დაბის ციხიდან გამოუშვეს
ნეტგაზეთი

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლები, ძმები უსმან და უმარ ნურმაგომედოვები, ასევე მათი გუნდელები, რომლებიც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს ჯგუფურად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ აბუ-დაბის სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა.

გამოცემა Lovin Dubai-ს ინფორმაციით, თითოეული მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმაც შემცირდა — 300 000 დირჰამიდან (221 ათასი ლარი) 150 000 დირჰამამდე (110 500 ლარი).

რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება “დაზარალებულების მიერ გათავისუფლების შესახებ შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს”.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები ქართველ მერაბ დვალიშვილს დაესხნენ თავს. ინციდენტის ყველა მონაწილე დააკავეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნურმაგომედოვს და მის გუნდელებს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმები მიესაჯათ. მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილი 48-საათიანის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

რუსული პრესის თანახმად, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდა იმ ცნობების ფონზე, რომლებიც აბუ-დაბის საპატიმროდან უსმან და უმარ ნურმაგომედოვების გათავისუფლებას ეხება.

ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში, საკუთარი ანგარიშზე მოჭიდავე საიგიდ იზაგახმაევმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ხაბიბი Mercedes-Benz G-Class-ის საჭესთან ზის, იღიმის და თითს მაღლა სწევს. წინა დღით რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, სავარაუდოდ, უსმან და უმარ ნურმაგომედოვების, ასევე მათი გუნდის სხვა წევრების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა შეიხებთან მოლაპარაკებები პირადად გამართა, თუმცა ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. მებრძოლების გათავისუფლების შესახებ მერაბ დვალიშვილმაც განაცხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები