საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა - შუამდგომლობა პლენუმმა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შესახებ, რასაც პარტია მისი მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა უკვე სამი საათია გრძელდება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლეების შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობა" პასუხობს.
მანამდე პარტიამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, აცილების მოთხოვნა ეფუძნებოდა სხდომაზე მოსამართლის შეფასებებსა და რეაქციებს, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე უარყოფითი დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს.
"ვითხოვთ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებას წინამდებარე საქმის განხილვისგან. მოთხოვნა ეფუძნებ, სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე, მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე. აუცილებელი არ არის, მოსამართლის პირადი მტრობის ან საქმის შედეგით პირადი დაინტერესების დამტკიცება. მითითებული ნორმა დამოუკიდებელ საფუძვლად ითვალისწინებს სხვა გარემოებების არსებობასაც, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
„ნაცმოძრაობამ“ ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…