რისკები რომ არსებობს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ საკითხის არა ნაჩქარევი და ემოციებზე დაფუძნებული, არამედ სიღრმისეული განხილვა - გიორგი შარაშიძე სუროგაციის აკრძალვაზე
დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, სუროგაციის სრულად აკრძალვა რისკებს ვერ აზღვევს და გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის სიღრმისეული განხილვაა საჭირო.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვამდე საკითხის სიღრმისეულად განხილვა უნდა მოხდეს, რათა ყველა დაინტერესებული პირის ინტერესები იქნას გათვალისწინებული.
რაც შეეხება რისკებს, შარაშიძე აღნიშნავს, რომ სრულად აკრძალვა სუროგაციასთან დაკავშირებულ რისკებს ვერ აზღვევს.
"რისკები რომ არსებობს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ საკითხის არა ნაჩქარევი და ემოციებზე დაფუძნებული, არამედ სიღრმისეული განხილვა.
უნდა მოხდეს ამ სფეროში ჩართული ყველა მხარის მოსაზრებისა და პოზიციის გათვალისწინება. რისკებს შეიცავს პოტენციური აკრძალვაც", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…