საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
საკონსტიტუციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების შესახებ. ამის შესახებ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობაზე მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. ძირითადი პრეტენზია მიემართებოდა ქალბატონ ევას, რომ მის მიერ დასმული კითხვების ფორმულირება არის იმგვარი ფორმის, რომ ქალბატონ ევას უკვე წინასწარ აქვს განწყობა და აზრი შექმნილი საქმესთან დაკავშირებით. „პარტია არ იზიარებს პასუხისმგებლობას?“ - ეს არის მოსამართლის შეკითხვა, რომ მოისმინოს მხარის პოზიცია, იზიარებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას. მხარის უფლებაა, გასცეს ის პასუხი, რაც მიზანშეწონილად მიაჩნია და სასამართლო იღებს იმ პასუხს, რა ფორმითაც მას მოპასუხე გადმოსცემს. რაიმე წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, წინასწარ გამოთქმული აზრი შეკითხვის ამ ტიპის ფორმულირებაში არ გამოიხატება", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების’’ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
„ნაცმოძრაობამ“ ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…