პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე882 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა882 ჩანაწერი · 13 მედია

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა. ანა წითლიძის თქმით, მოსამართლის შეფასებები და რეაქციები აჩენს ეჭვს, რომ მას უარყოფითი დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა
TV პირველი

"ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლე ევა გოცირიიძის აცილებას ითხოვს - ამ მოთხოვნით განახლდა ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე ახალი პროცესი.

მიზეზი რის გამოც, ოპოზიციურმა პარტიამ მოსამართლის აცილება მოითხოვა, მის მიერ გამოყენებული ტერმინები და შეფასებებია კითხვების დასმის დროს.

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ გოცირიძე წინასწარ ავლენს საკუთარ განწყობებს და არის მიკერძოებული.

მოთხოვნა ეფუძნება სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ გამოთქმული შეფასებებისა და მოპასუხის პასუხზე მისი რეაქციის ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მოსამართლეს უკვე ჩამოყალიბებული აქვს უარყოფითი დამოკიდებულება განსახილველი დავის ცენტრალურ საკითხზე“, - განაცხადა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ნაცმოძრაობამ“ ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
  4. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ მიანიშნა ენმ-მ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილებაზე და რა კითხვები ჰქონდა მოსამართლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები