სამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ავტომატური იარაღით ჩადენილ დანაშაულს წინ ქონებრივი დავა და ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიათბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს - დაკავებულია ერთი პირი (ახალი დეტალები)
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…