პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვის საკითხები განიხილა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ჟენევაში IATA-სთან UAG აკადემიის სასწავლო პროგრამების დანერგვა განიხილა. UAG აკადემიაში IATA-ს კურსები 2027 წლის თებერვლიდან დაიწყება.

ლევან მოსეშვილმა IATA-სთან UAG აკადემიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვის საკითხები განიხილა
იმედინიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიისა და IATA-ს შორის რეგიონული სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სტანდარტებზე, IATA-ს რეკომენდაციებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

შეხვედრისას ასევე იმსჯელეს საინფორმაციო და ციფრული მართვის სისტემების დანერგვისა და ეფექტიანი საკომუნიკაციო და მარკეტინგული სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობებზე.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, IATA-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც UAG აკადემიის განვითარებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის.

UAG აკადემიამ IATA-ს აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და ასოციაციის გლობალური სასწავლო ქსელის წევრი გახდა. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, 2027 წლის თებერვლის დასაწყისიდან UAG აკადემიაში IATA-ს სასწავლო კურსები დაიწყება. კურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოს, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები