პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: კაია კალასმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები დაასახელა

კაია კალასის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროკავშირს ანტონიუ კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი წარმოადგენენ. მისი თქმით, რუსეთს არ უნდა აღელვებდეს ევროპის წარმომადგენლების ვინაობა.

მედია: კაია კალასმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები დაასახელა
რუსთავი 2

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, თუ ვინ იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.

მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებები ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავენ, თუ ვინ უნდა იყვნენ ბრიუსელის წარმომადგენლები.

კალასის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, უკვე არსებულ შეთანხმებებს მივყვეთ", - განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ უნდა აღელვებდეს, ვინ იქნებიან ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე.

"რატომ უნდა გვაღელვებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? განა ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს მათ წარმომადგენლებზე - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები", - აღნიშნა კალასმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკაია კალასი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ევროკავშირს ის, ანტონიუ კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა წარმოადგენდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები