პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ

ანტონიუ კოშტას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები — გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ
რუსთავი 2

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი წარმოადგენენ. მან ამის შესახებ დუბლინში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოშტას განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებით იწყება.

მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

"ჩვენ ამ პროცესს ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს და ვიმედოვნებთ, რომ ის კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპის გუნდს ევროკავშირის ინსტიტუტები და E5-ის ქვეყნები წარმოადგენენ (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი)", – აღნიშნა კოშტამ.

როგორც მან თქვა, მოლაპარაკებებში ევროკავშირის პრინციპები და პოზიციები კარგად არის ცნობილი, ევროპული გუნდი კი ერთიანობასა და მჭიდრო კოორდინაციას შეინარჩუნებს.

"ევროპა უნდა საუბრობდეს ერთი მკაფიო და ერთიანი ხმით ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც უკრაინის მომავალს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავს," – განმარტა კოშტამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიევროპა ხუთი სახელმწიფოს ჯგუფით წარდგება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: კაია კალასმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები