პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: ევროკავშირი აბუ-დაბიში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნის

ნატო

ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში აშშ-ის მიერ ორგანიზებულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან, იტყობინება Euronews-ი. ევროპული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთის დელეგაციასთან უშუალო კონტაქტი დაამყაროს.

Euronews: ევროკავშირი აბუ-დაბიში უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ერთობლივ დელეგაციას გაგზავნის
იმედინიუსი

ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარ ერთობლივ დელეგაციას გაგზავნიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მოლაპარაკებები, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, 10 და 11 ნოემბერს გაიმართება და მასში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შავი ზღვით ნაოსნობის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი იზიარებს ზელენსკის მოწოდებას, რომელიც სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

ევროპული საბჭოს წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ინსტიტუტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებს დაესწრებიან ე.წ. E3-ის - საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს - მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მონაწილეობას მიიღებს იტალიაც. ნატოს აბუ-დაბიში შტაბის უფროსი ჯეფრი ვან ლეუვენი წარმოადგენს, წერს ტელეარხი.

ევროკავშირის დელეგაციას ფონ დერ ლაიენის კაბინეტის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი ანა-მარია ბურა უხელმძღვანელებენ.

ორივე ევროპულმა ინსტიტუტმა გამოთქვა მზადყოფნა, უშუალო კონტაქტი დაამყაროს რუსეთის დელეგაციასთან. სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ასეთი პირდაპირი შეხვედრა აქამდე არ გამართულა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები