გიგა ფარულავა – მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის
პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება, აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა და სარჩელში მათი პარტიის დამატებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

საკონსტიტუციო სარჩელზე თავიდანვე ვაცხადებდით და დღესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გასაუქმებლად საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პარტია თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში უნდა დაამარცხო.
„ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ჩვენს დამატებას ამ საკონსტიტუციო სარჩელში, ეს არის იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ხორციელდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. საზოგადოებამ იცის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურის მიერ არის თეთრი ძაფით ნაკერი. ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიაზე და ეს არის იმ წნეხის გაგრძელება, რასაც მთელი ეს წლებია, „ოცნება“ ახორციელებს პირადად გიორგი გახარიაზე და მის პოლიტიკურ გუნდზე.
ამ საკონსტიტუციო სარჩელით ის შედეგი, რაც პრაქტიკულად მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ – პოლიტიკური პარტიების გაუქმება, დაადასტურა კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, მანანა კობახიძის წასვლამ. მათ მიღებული აქვთ ეს გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი იქნება კატასტროფული შედეგი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება პროცესში მონაწილეობის საკითხს, ამაზე ჩვენ ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად ვმსჯელობთ და ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი“,- განაცხადა ფარულავამ.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.
ციტატები სტატიიდან
„ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ჩვენს დამატებას ამ საკონსტიტუციო სარჩელში, ეს არის იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ხორციელდება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. საზოგადოებამ იცის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურის მიერ არის თეთრი ძაფით ნაკერი. ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ გვახსოვს არაერთი ფიზიკური თავდასხმა გიორგი გახარიაზე და ეს არის იმ წნეხის გაგრძელება, რასაც მთელი ეს წლებია, „ოცნება“ ახორციელებს პირადად გიორგი გახარიაზე და მის პოლიტიკურ გუნდზე. ამ საკონსტიტუციო სარჩელით ის შედეგი, რაც პრაქტიკულად მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ – პოლიტიკური პარტიების გაუქმება, დაადასტურა კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, მანანა კობახიძის წასვლამ. მათ მიღებული აქვთ ეს გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი იქნება კატასტროფული შედეგი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება პროცესში მონაწილეობის საკითხს, ამაზე ჩვენ ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად ვმსჯელობთ და ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.