მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საუბარი შეეხო აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც თანამშრომლობასთან ერთად აბუ დაბიში ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებული ინციდენტიც განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…