პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე857 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანა წითლიძე - პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი - „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს857 ჩანაწერი · 13 მედია

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს ფორმალურად გააფორმოს, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტები

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება „ოცნებამ“ უკვე მიიღო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მისი ფორმალურად გაფორმება უწევს.

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს ფორმალურად გააფორმოს, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება
პირველი არხი

„ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს, ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გააფორმოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ამაზე მიუთითებს ყველაფერი, მათ შორის პროცედურული საკითხები.

„სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი არათუ არ დააკმაყოფილა, არამედ უხეშად დაარღვია მოპასუხე მხარის უფლებები. ეს პროცესი ერთი ხელით იმართება – „ჩორჩანას საქმე“, გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე დაჩქარებული წესით განიხილეს და პროცესები შუა ღამემდე გაგრძელდა იმ ერთადერთი მიზნით, რომ ჩორჩანას საქმის გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუსწროს. ეს ადასტურებს, რომ არის ერთი ხელით მართული პროცესი და არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ სხვა გადაწყვეტილება დადგება“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის თაობაზე პროცესი განახლდა.

„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები