გიგა ფარულავა – „ოცნება“ თავისი მოქმედებებით ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს აშორებს, ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას
დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებებით ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს. მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გადასატვირთად ხელისუფლება დემოკრატიულ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს.

„ოცნება“ ტირაჟირებს, რომ ელოდება, როდის შეიცვლება ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია, რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, თავად „ოცნებაა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იბლოკება თუ არა საქართველო ბრიუსელის მიერ, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აშორებს ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს.
„ერთია, რას ამბობს „ქართული ოცნება“, მეორეა, რა არის ობიექტური თვალით დანახული. რეალობაა ის, რომ სამწუხაროდ, „ოცნება“ თავისი მოქმედებებით ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს აშორებს. როგორ უნდა მოხდეს გადატვირთვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს იქნება ევროკავშირი თუ ამერიკა? – „ოცნება“ ტირაჟირებს, რომ ელოდება იმ დროს, როდის შეიცვლება ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია. რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, თავად „ოცნებაა“. „ოცნებამ“ თავისი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური კურსი უნდა შეიცვალოს და შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რასაც წლებია, ქვეყანაში ახორციელებს. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციების გაძლიერებას და ბუნებრივია, შესაძლებლობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობა გადატვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია. ეს არ მოხდება, რადგან ეს არ არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან“, – განაცხადა ფარულავამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…