პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციას ავიწყდება მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა დასავლეთის მოთხოვნები, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის მოთხოვნები რომ გაეზიარებინა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, თუმცა ამის მძიმე ფასს უკრაინის მაგალითი აჩვენებს.

დავით ქართველიშვილი: ოპოზიციას ავიწყდება მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა დასავლეთის მოთხოვნები, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?
რუსთავი 2

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი დუბლინში გამართულ სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი ზელენსკის მიმართ გამოხატული ყურადღება და ირაკლი კობახიძის მიმართ საერთაშორისო სამიტზე დამოკიდებულება გამხდარა და არა ის მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი გზავნილები ახალი არ არის და ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.

მისი შეფასებით, როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს.

"ოპოზიციისთვის წითელი ხალიჩა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განადგურებული უკრაინა! მათთვის ისევ მთავარი ის გამხდარა, ზელენსკის როგორ ხვდებიან, რამდენ ფოტოს უღებენ და ირაკლი კობახიძე რატომ არ არის საერთაშორისო სამიტზე ყურადღების ცენტრში. ეს ნარატივი ახალი არ არის - ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან, საქართველოს ხელისუფლებასთან კი ფოტოებს არავინ იღებსო.

მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი: საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვედროდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ. მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?

სწორედ უკრაინის მაგალითი აჩენს ამ კითხვას. ქვეყანა, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, განადგურებული ინფრასტრუქტურით, მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანითა და უამრავი დაღუპულით, დღეს საკუთარი არსებობისთვის იბრძვის.

უკრაინის ტრაგედია სწორედ ის რეალობაა, რომლის უგულებელყოფაც ოპოზიციას ასე მარტივად შეუძლია. ზელენსკის პატივით დახვედრა თანაგრძნობის გამოხატულებაა იმ უბედურების მიმართ, რომელიც მან ქვეყანას დაატეხა თავს. მაგრამ ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი პოლიტიკური წარმატების საზომად ქცეულა. ოპოზიციისთვის მთავარი ყოფილა არა ის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, არამედ ის, რომ ზელენსკის წითელი ხალიჩით ხვდებიან.

როდესაც ოპოზიციისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფოტოები, ღიმილი და წითელი ხალიჩებია, ეს ნათლად აჩვენებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებს", - წერს ქართველიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს - გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები