პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუებას ემსახურება

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვიზიტები ევროპაში ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად, თითქოს ხელისუფლება მონდომებულია და პრობლემა ევროპულ ბიუროკრატიაშია.

გიორგი შარაშიძე – „ოცნების“ ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუებას ემსახურება
პირველი არხი

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე.

შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს ახალი სტრატეგიით და ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება, თითქოს თავად ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სურს და ევროპული ბიუროკრატიაა ხელშემშლელი.

„ევროპის დედაქალაქებში შეხვედრების არათუ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, არამედ „ოცნებას“ სულ იმას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქტიური იყოს. ამას რეალური ქმედებები სჭირდება. კობახიძესა და პაპუაშვილს მხარზე წამოკიდებული რომ აქვთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო და ანტიდემოკრატიული კანონები, ევროპულ დედაქალაქებში როგორ უნდა ელაპარაკონ და რაზე? რა უსამართლო დამოკიდებულებაზეა საუბარი, როდესაც თვალნათელია, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ ასრულებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, რაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. პირველ რიგში, ეს ფუნდამენტური პრინციპები უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სამართლიან სასამართლოს და ა.შ. რაც უნდა შეხვედრები ჩაატარონ, ეს გათვლილი იქნება მხოლოდ შიდა მოხმარებაზე.

„ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი საქართველოს ევროპული მომავლის მომხრეა. ამიტომ ახლა აირჩიეს ახალი სტრატეგია, ტაქტიკა, დაიწყეს ევროპულ დედაქალაქებში სიარული, რომ ქართველი ხალხი, საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, მათ შეასაღონ ის ფაქტი, თითქოს თავად როგორი მონდომებული არიან, ცდილობენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და თურმე ევროპული ბიუროკრატიაა მხოლოდ ბარიერი.

რა თქმა უნდა, „ოცნების“ მორიგი მცდელობაა, ის, რაც თავად დააშავა და ამ დანაშაულებს აგრძელებს, ახლა სხვას დააბრალოს. გადაწყვეტილება თავად მიიღეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აღარ გააგრძელონ. კარგად იციან, რომ ევროპულ ღირებულებებთან მათი მმართველობა შეუთავსებელია და ახლა უნდათ, ეს თავად ევროკავშირს გადააბრალოს, რაც უტიფარი ტყუილია. მათი ახალი კამპანია, თითქოს ევროპულ დედაქალაქებში დადიან, თავად მონდომებული არიან და ცუდია ევროპული ბიუროკრატია, ემსახურება მიზანს, რომ საკუთარი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუონ, პასუხისმგებლობას გაექცნენ და ხალხი დააჯერონ, რომ თავად ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ თურმე ბიუროკრატიაა მთავარი პრობლემა. ევროკავშირი არაფერს არ ცდილობს. კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების შესრულებას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ. ევროკავშირისთვის გაფართოების პროცესი როცა პრიორიტეტია, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ამას ქვეყანა არ იყენებს. საქართველო ფორმალურადაც არ ასრულებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამაზე შფოთავს, საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ანგარიშებსა და რეზოლუციებში ასახავს. ევროკავშირს აქვს ერთადერთი მოტივაცია – საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე - არჩილ გორდულაძე ქოთანს საიდანაც უნდა, ყურს იქიდან აბამს, ეს მისი ცნობილი ტაქტიკაა - თუ ვინმე დღეს კონსტიტუციას არღვევს, ეს პირველ რიგში თავად „ქართული ოცნებაა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები