პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა – სასამართლო პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

გიგა ფარულავას განცხადებით, სასამართლო პროცესები განსხვავებული აზრის გასაუქმებლადაა მიმართული და „ოცნებას“ არ გააჩნია შესაძლებლობა დაამტკიცოს პარტიის არაკონსტიტუციურობა.

გიგა ფარულავა – სასამართლო პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად
პირველი არხი

ვფიქრობ, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს იმ პროცესებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო და, რომლებიც ამ დრომდე მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს პროცესები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, ეს პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად.

„მოგეხსენებათ, დღეს ახალი ეტაპი იწყება – ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესის მიმდინარეობას და, ცხადია, ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება. საჯარო პროცესებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აკვირდება და აფასებს, დაინახავს, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევაში არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური და სამართლებრივი პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოგეხსენებათ, დღეს ახალი ეტაპი იწყება – ამ შემთხვევაში, კითხვა-პასუხის ეტაპი. ჩვენ თვალს ვადევნებდით პროცესის მიმდინარეობას და, ცხადია, ვხედავთ, რომ „ოცნება“ მარცხდება. საჯარო პროცესებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აკვირდება და აფასებს, დაინახავს, რომ „ოცნებას“ თავისი პოლიტიკური ნარატივით გაჯერებული სარჩელით ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, დაადასტუროს და დაამტკიცოს, რატომ არის, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური პარტია კონკრეტულ შემთხვევაში არაკონსტიტუციური. ბუნებრივია, ის მარცხდება და ეს პროცესი გაგრძელდება, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმშიც, როდესაც საზოგადოება დაინახავს, რომ მათ არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული, ობიექტური და სამართლებრივი პასუხი არ აქვთ“
გიგა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგა ფარულავა - ოთარ ფარცხალაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამაკავშირებელი ჭანჭიკი ბიძინას და რუსეთს შორის - არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია, ეს ფარსი და ბუტაფორიააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები