პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლებოდა „ნაცმოძრაობისგან“ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი სინანული და არგუმენტი არ აქვს, რაც იმის საწინდარია, რომ პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში წარსულ ქმედებებს გაიმეორებენ.

თენგიზ შარმანაშვილი - ერთადერთი, რაც შეიძლებოდა „ნაცმოძრაობისგან“ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს
ინტერპრესნიუსი

"ნაციონალური მოძრაობისგან" ერთადერთი, რაც შეიძლებოდა რომ დაგვენახა, სინანულია, თუმცა მსგავსი ვერაფერი მოვისმინეთ - ეს კი იმის საწინდარია, რომ თუ ეს ხალხი პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ და არც შეიძლება, ჰქონდეთ.

„რა თქმა უნდა, უნდათ, ახლა თავი დაიძვრინონ. ისეთი საოცრებები მოვისმინეთ, რომ ალბათ ყველა გაკვირვებული ვართ. თურმე „ნაციონალურ მოძრაობაში" პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი არაფერს წარმოადგენდა. ადეიშვილი არაფერს წარმოადგენდა, ვანო მერაბიშვილი არაფერს წარმოადგენდა. საქმე იქამდე მივიდა, ვიხუმრე კიდევაც, რომ არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილს მითურ პერსონაჟად გამოაცხადებენ და ერთ დღეს იტყვიან, რომ ასეთი კაცი საერთოდ არ არსებობს. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება?! ამას ხომ მთელი ქართული საზოგადოება უყურებს?! ამას ის მოსამართლეებიც ხომ ისმენენ და როგორ შეიძლება სერიოზული შთაბეჭდილება დატოვო?! მერე გაუკვირდებათ, რომ შესაბამისი შედეგი დადგება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. ესე იგი, ამბობენ, რომ არაფერი არ მომხდარა. წითლიძემ ერთი ჩვენება აიჩემა, დამაჯერებელი არ არისო. კი, მაგრამ იქ ათობით სისხლის სამართლის განაჩენი რომ დევს სასამართლოს მიერ დადასტურებული, იმას რას უშვრება?! იმაზე რას ამბობს?! სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, უამრავ საქმეში არის ნახსენები, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნახსენები. ახლა გინდა ამნეზია დაარქვით და გინდა, რაც გინდა ის დავარქვათ ამ ყველაფერს. ფაქტი ის არის, რომ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არც შეიძლება ჰქონდეთ. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მათ ჰქონოდათ, რაღაც დაგვენახა, რომ აქვთ რაღაც სინანული. "შეიძლება ასე მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტი მომივიდა, შემეშალა", მაგრამ მსგავს ვერაფერს დაინახავთ, ვერ მოისმენთ. ეს რისი საწინდარია?! ეს საწინდარია იმისა, რომ ეს ხალხი თუ პოლიტიკაში დარჩა, ამას გაიმეორებენ. ადამიანს, რომელსაც არ ესმის თავისი დანაშაული, ის აუცილებლად გაიმეორებს," - განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ისე მოქმედებდნენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები