პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, მის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა კი „თვითდაზიანების პოლიტიკაა“ და მათი საგარეო კურსის უმწიფრობას აჩვენებს.

შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს
იმედინიუსი

საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავშირებადობაზე საუბრისას მედიასთან.

მისივე თქმით, ამ ფონზე, მათი მხრიდან საქართველოს დაზიანების მცდელობები აჩვენებს მათივე საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას.

„საქართველო არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლი როგორც ტერიტორიულად, ისე შავ ზღვასთან კავშირის გამო, მათ შორის როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გადაზიდვით და მილსადენების მეშვეობით. სულ ახლახან გახლდით ჩეხეთში ვიზიტით და ჩეხეთში ნედლი ნავთობის 40% შედის აზერბაიჯანიდან და საქართველოს გავლით. მათ შორის ახლახან დადეს დიდი კონტრაქტი აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომს საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, აჩვენებს მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას. ამის ახსნას ვცდილობ, იმდენად უმწიფარი, წინდაუხედავია მათი ქცევა, რომ ქვეყანას, რომელიც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია თავს ესხმოდე და დაზიანებას ცდილობდე, ეს არის ის მომენტი, როდესაც გვაქვს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები არა ბრიუსელში მიიღება, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებზე და ბიუროკრატებზე, იმისთვის რომ თავისივე თავი დააზიანებინონ. ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის თვითდაზიანების პოლიტიკა. ისე ჩანს გარედან, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსს ჩახედავ, ყველა მიხვდება, რომ საბოლოო ჯამში საკუთარ თავს აზიანებენ. ასე რომ, ჩვენ როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით და უპასუხისმგებლო ამ შემთხვევაში არის ბრიუსელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობაა, გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები, საქართველო ჩეხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები