სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის ზღვრის გავლებაზე, ხოლო იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამას არ ითვალისწინებენ, ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ.
"სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის, ევროკავშირში და სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა რომელიმე სხვა ქვეყნიდან და არ დაუშვებენ, მათი ქვეყანა რომელიმე ულტრამემარჯვენე ინტერნაციონალის უკანა ეზოდ იქცეს.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, ჩანს, რომ აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა.
"საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, რომლებსაც სურთ, რომ იყვნენ ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც ერთი ცენტრიდან იმართება სხვადასხვა სახელმწიფოები. ამიტომ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის, ევროკავშირში და სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით, სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის.
ვხედავთ, რომ ეს არის მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის მოსახლეობისა. ის ხელისუფლებები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, ვხედავთ, რომ მათ აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ გერმანიაში, საფრანგეთში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთ არის, 10%-ის გარშემო ტრიალებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხელისუფლებები აღარ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას, მათ შორის ამ საკითხში, რომ იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…