პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ჰქონდეთ, საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში შეხვედრების აკრძალვის შესახებ მითითებები მოდის, რაც წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ჰქონდეთ, საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან
პირველი არხი

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბრიუსელიდან პირდაპირ არის მითითებები დედაქალაქებში, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ჰქონდეთ, რაც თავისთავად წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა: „თქვენ ხშირად ამბობთ, რომ იფილტრება ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიდის. რა იყო პრაღაში პოზიცია დიალოგის აღდგენაზე“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან.

„რთულია, წარმოიდგინო, პარლამენტი დაექვემდებაროს ბრიუსელის მითითებებს, როდესაც საპარლამენტო სუვერენიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს. ბევრ საკითხზე მათთვის ინფორმაცია საინტერესო იყო, როგორ ვხედავთ ჩვენ იმ განვითარებებს, რომლებიც ორი-სამი წლის განმავლობაში ბრიუსელთან დაკავშირებით არსებობს. მოხარული ვართ, რომ ბევრ რაღაცაში ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა. მნიშვნელოვანია ორმხრივ დონეზე ურთიერთობების განვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით იმყოფება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ ხშირად ამბობთ, რომ იფილტრება ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიდის. რა იყო პრაღაში პოზიცია დიალოგის აღდგენაზე“
„რთულია, წარმოიდგინო, პარლამენტი დაექვემდებაროს ბრიუსელის მითითებებს, როდესაც საპარლამენტო სუვერენიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს. ბევრ საკითხზე მათთვის ინფორმაცია საინტერესო იყო, როგორ ვხედავთ ჩვენ იმ განვითარებებს, რომლებიც ორი-სამი წლის განმავლობაში ბრიუსელთან დაკავშირებით არსებობს. მოხარული ვართ, რომ ბევრ რაღაცაში ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა. მნიშვნელოვანია ორმხრივ დონეზე ურთიერთობების განვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ჩეხეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი გაკეთებული აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე - სოზარ სუბარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები