პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის პრემიერის განცხადების შესახებ: „სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი – მათ შორის, ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით, სხვადასხვა ქვეყნისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის“

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი და ჩნდება მოთხოვნა, რომ ზღვარი გაივლოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის.

შალვა პაპუაშვილი ესპანეთის პრემიერის განცხადების შესახებ: „სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი – მათ შორის, ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით, სხვადასხვა ქვეყნისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის“
POSTV

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და ქვეყანა არ დაუშვებს, რომ ის რომელიმე ულტრამემარჯვენე ძალების უკანა ეზოდ იქცეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„საქართველოს ასეთ განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურთ, იყვნენ მართლაც ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც ერთი ცენტრიდან იმართება სხვადასხვა სახელმწიფო.

სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი – მათ შორის ევროკავშირში. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით, სხვადასხვა ქვეყნისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის. ვხედავთ, რომ ეს არის მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მოსახლეობის. იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ გერმანიაში, საფრანგეთში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთაა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხელისუფლებები აღარ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას, მათ შორის, ამ საკითხში – რომ იმოქმედონ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის - შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს ზღვარი გავლებული სახელმწიფო სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები