პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი

ხვიჩა კვარაცხელია აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა მათი დაჩაგვრა ლაჩრულად სცადეს, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი
რუსთავი 2

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩა კვარაცხელია წერს, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი.

"მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობო„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენ
  2. ალიაოპოზიციური„სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!“- ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება, არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი - კახა კალაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები