„სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ!“- ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე მომხდარ თავდასხმას ლაშა ბექაური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდამსხმელებს სადაც შეხვდება, თავის წილ პასუხს გასცემს.

ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ნეტა მანდ ვყოფილიყავი!
მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით, როგორიც შეგვეფერება! შეიძლება რიცხობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ! მაგ ტურებს სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ შენთან ვართ!”- ვკითხულობთ ბექაურის ფეისბუკ პოსტში.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები (გუნდის წევრები).
თავდასხმა არასპორტული და რიცხობრივი უპირატესობით (რამდენიმე ადამიანი ორის წინააღმდეგ) წარიმართა, თუმცა ქართველმა მებრძოლებმა თავის დაცვა და ღირსეული პასუხის გაცემა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ თავდამსხმელები ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია„რა სირცხვილია, მშიშრების გუნდი“, „მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”, „მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე!“ „არც სპორტული საქციელია და არც სწორი“ - სპორტესმენები მთელი მსოფლიოდან მერაბ დვალიშვილს მხარდაჭრას უცხადებენ
ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…