პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია

საქართველოს პროკურატურა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისთვის სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. როგავა აცხადებს, რომ განაჩენი მისი გამოკითხვის გარეშე გამოცხადდა, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული, ხოლო რეალური მოძალადე თავისუფალია.

გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია
ინტერპრესნიუსი

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა.

გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას პროკურორი მოულოდნელად დაუკავშირდა და განაჩენი მისი გამოკითხვის გარეშე აცნობა.

როგავას განცხადებით, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია.

„ცოტა ხნის წინ, სრულიად მოულოდნელად პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ დამირეკა და გამაგებინა, რომ დღეს სასამართლომ თავდასხმის საქმეზე განაჩენი ჩემი გამოკითხვის გარეშე გამოაცხადა. მანამდე, პროკურატურა საერთოდ არ მეკონტაქტებოდა.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ დღევანდელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ უწყებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა.

ჩემი ინფორმაციით, მას არ ეყო ნერვები აბსურდული საქმე ბოლომდე მიეყვანა და ფიქრობს, რომ გაქცევით თავს უშველა.

როგორც დღეს გავიგე, გიორგი ნადირაძე საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.

გამყრელიძემ პირველად დღეს დამირეკა, გამეცნო და იქვე დამემშვიდობა, - თქვენი საქმის განხილვა დასრულებულიაო. აი, ასეთ აბსურდში ვართ.

ჩემი ინფორმაციით, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია, რადგან ის სხვა გახმაურებული და სისხლიანი საქმეების ერთერთი მთავარი ფიგურანტია და რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”, - წერს გურამ როგავა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურიგურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - გადაწყვეტილება ჟურნალისტს ტელეფონით შეატყობინეს
  2. ფორმულაოპოზიციურიგურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  5. ალიაოპოზიციურიგურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წელი მიუსაჯეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წელი მიუსაჯესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები