ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დაზარალებული როგავა აცხადებს, რომ რეალური თავდამსხმელი კვლავ თავისუფალია.

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა.
როგორც გურამ როგავა ნეტგაზეთთან ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ნოემბერს გამოტანილი ამ განაჩენის შესახებ მას ტელეფონით შეატყობინა საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ. დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტის თქმით, მანამდე პროკურატურას მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
გურამ როგავას ჰქონდა მოლოდინი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის სტატუსით გამოკითხავდნენ. თუმცა, მისთვის პროკურორის მიერ მიცემული განმარტებით, სასამართლომ და დაცვის მხარემ უდავოდ ცნეს დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი და ჟურნალისტის გამოკითხვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
შესაბამისად, სპეცრაზმელს განაჩენი ისე გამოუტანა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, რომ სასამართლოს დაზარალებული არ გამოუკითხავს და მისი პოზიციით არ დაინტერესებულა.
დღევანდელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. გიორგი ნადირაძე საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.
გურამ როგავა საქმეში არსებულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ე.წ. მტკიცებულებები რეალურად ცარიელი ფურცლებია. ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე.
როგავას თქმით, რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს. დაკავებული კირკიტაძე რომ შესაძლოა რეალური თავდამსხმელი არ ყოფილიყო, ამ ეჭვს ჟურნალისტი იმთავითვე ღიად აფიქსირებდა.
რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა და ცრუ აღიარების სანაცვლოდ, ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო.
სპეცრაზმელი გურამ როგავას 2024 წლის ნოემბერში პირდაპირ ეთერში დაესხა თავს. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები.
“თავს დამესხნენ იმიტომ, რომ მიკროფონი მეჭირა” – ჟურნალისტ გურამ როგავას სიტყვა ევროპარლამენტში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - გადაწყვეტილება ჟურნალისტს ტელეფონით შეატყობინეს
გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წელი მიუსაჯეს
გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…