პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმისთვის სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. როგავა გამოძიების მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამტკიცებს, რომ ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია, მსჯავრდებულთან კი ხელისუფლებამ ცრუ აღიარების სანაცვლოდ გარიგება დადო.

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა
ფორმულა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ დაზარალებულად ცნობილ ჟურნალისტს სატელეფონო ზარით შეატყობინა.

მანამდე პროკურატურას ჟურნალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

გურამ როგავას მოლოდინი იყო, რომ განაჩენის გამოცხადებამდე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის სტატუსით უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, პროკურორის განმარტებით, სასამართლომ და დაცვის მხარემ უდაოდ ცნეს დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი და ჟურნლისტის გამოკითხვა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

განაჩენი მოსამართლემ ისე გამოაცხადა, რომ დაზარალებული არ გამოუკითხავს და

მისი პოზიციით არ დაინტერესებულა.

გაგახსენებთ, დღევანდელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ

პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა.

გიორგი ნადირაძე საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.

გურამ როგავა საქმეში არსრბულ მასალებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ე.წ. მტკიცებულებები რეალურად ცარიელი ფურცლებია. ჟურნალისტი საქმის დახურულ რეჟიმში განცილვას სწორედ ამით ხსნის და ამბობს, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუმალა სიმართლე.

როგავას თქმით, რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.

რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა და ცრუ აღიარების სანაცვლოდ, ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიგურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა - გადაწყვეტილება ჟურნალისტს ტელეფონით შეატყობინეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციურიგურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წელი მიუსაჯეს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წელი მიუსაჯესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები