პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას

თბილისის საქალაქო სასამართლო

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) ჟურნალისტ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას გმობს. ორგანიზაციის განცხადებით, როგავას არ მისცეს სხდომებზე დასწრების უფლება, ხოლო მსჯავრდებული პოლიციელის საქმეში გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები რჩება.

IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
ფორმულა

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) გმობს ჟურნალისტის, გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას, რომელიც ეხება ჟურნალისტის მიმართ 2024 წელს პოლიციელის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას.

ინციდენტი 2024 წლის ნოემბერში, თბილისში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას მოხდა.

აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, გავრცელებული ინფორმაციით, მას არ მისცეს დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომებზე დასწრების უფლება. როგავას თქმით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ვერსია მომხდარის შესახებ ან სასამართლოსთვის ეცნობებინა მიყენებული ზიანის თაობაზე.

"როგავას, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის ნოემბერში, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პოლიციელს, გურამ კირკიტაძეს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამი წლით აუკრძალა პროფესიული საქმიანობის განხორციელება. თუმცა, კვლავ არსებობს სერიოზული კითხვები დამნაშავის იდენტიფიცირებასა და გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. როგავა ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ სწორედ კირკიტაძემ მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება.

სავარაუდო დამნაშავე მაისში დააკავეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავად როგავამ და ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საჯაროდ დაასახელეს პოლიციელი, რომელიც, მათი ვარაუდით, პასუხისმგებელი იყო მომხდარზე.

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების დროს არსებულ ფართო დაუსჯელობის სინდრომს; პოლიციელებისა თუ სხვა პირების მიერ განხორციელებული თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.

საქართველოში დაუსჯელობის წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. IPI კვლავაც მოითხოვს სრულ სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას ყველა იმ ქართველი ჟურნალისტის საქმეზე, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო გახდნენ თავდასხმის სამიზნე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიცირებაზე და გამოძიების ეფექტიანობაზე – IPI გურამ როგავას საქმეზე
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ - მიუხედავად იმისა, რომ გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, სერიოზული კითხვები რჩება დამნაშავის იდენტიფიკაციისა და გამოძიების ეფექტიანობის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები