პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ორ სპეცრაზმელს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს
ნეტგაზეთი

ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ 2 სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება 12 ნოემბერს გამოიტანა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ.

დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავსხმაში ბრალდებული სპეცრაზმელების საქმე ერთად განიხილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დახურული იყო და სპეცრაზმელების ვინაობაც არ სახელდებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს პორტალზე მიმდინარე საქმეების განრიგში, სადაც მხარეებიც არის მითითებული, ბრალდებულების და აწ უკვე მსჯავრდებულების გვარ-სახელები ღიად წერია.

რამდენიმე საათით ადრე გახდა გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებული პირის განაჩენი, რაც თავად ჟურნალისტმა გაასაჯაროვა. გურამ როგავას თქმით, სატელეფონო ზარით შეატყობინა ეს ამბავი საქმის ახალმა პროკურორმა ისე, რომ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი სასამართლოს არ გამოუკითხავს და არც პროკურორს ჰქონია მასთან კომუნიკაცია. როგავაზე თავდასხმის საქმეში მსჯავრდებული სპეცრაზმელი გურამ (გოგა) კირკიტაძეა.

პროკურატურა ძალოვნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა. თუმცა, ჟურნალისტი თვლის, რომ მასზე რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია, სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო, რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს და დაკავებულსაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში გამოუშვებენ ციხიდან.

სასამართლოს პორტალზე, ამ კონკრეტული დასკვნითი სხდომის შესახებ მონაცემებში, მხარეთა ჩამონათვალში, პროკურორისა და გურამ კირკიტაძის გვარ-სახელებთან ერთად, კიდევ 2 გვარ-სახელია მითითებული — გიორგი ბოლოთაშვილი და ტარიელ ბუქულაშვილი. შესაძლოა, სწორედ ისინი არიან სპეცრაზმელები, რომელთაც ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში დასდეს ბრალი და გამოუტანეს განაჩენი.

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ეთერში დაესხა თავს სპეცრაზმელი. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები.

2024 წლის 30 ნოემბერს, ისევ რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს ზვიად მაისაშვილს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა თეონა ჭალიძემ, რომელიც მომხდარს აივანზე მდგომი შეესწრო და ასახა.

პროკურატურამ 2026 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებული იყო სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.

ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 30 აპრილს დაესხნენ თავს. მასზე თავდასხმის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
  2. ფორმულაოპოზიციურიზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2 სპეცრაზმელს დემონსტრანტ მაისაშვილზე ძალადობის საქმეზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები