ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ადვოკატი: საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული

საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, რომელიც ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის არის მსჯავრდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რის გამოც იგი ძებნაში იმყოფებოდა. სამივე მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს.

ადვოკატი: საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული
ადვოკატი: საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულირადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადამოწმებას სხვა წყაროებთან, მათ შორის მიქაძეების ადვოკატებთან ცდილობს.

ვინ არის დათუნა მიქაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 6 მაისს ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა ძმებს, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს.

დათუნა მიქაძე სასამართლო პროცესის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამავე საქმეზე საქართველოში პატიმრობაში იმყოფება მისი ძმა გიორგი მიქაძე.

სამივე მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს.

ლევან ჯანგველაძე, ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა, 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.

მკვლელობის უშუალო შემსრულებლად სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური ცნო და მასაც უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად ასევე ყოფილ მთავარ პროკურორს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. მას ბრალი 2025 წლის 29 დეკემბერს წარუდგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. რუსეთში მცხოვრები ფარცხალაძე ბრალდებას უარყოფს.

დათუნა მიქაძეს 2025 წლის სექტემბერში დამატებით წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატისადმი მუქარის საქმეზეც.

„ტვ პირველის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექსვე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა ამ საქმეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდადებული გიორგი კაჭკაჭაშვილი. მას მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 2026 წლის 7 მაისს მიუსაჯა 10 წლით პატიმრობა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.