,, დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ დაკავებული არ არის” – ადვოკატი
დავით მიქაძის ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ საფრანგეთში დააკავეს.

დავით მიქაძის ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დავით მიქაძე დაკავებული არ არის:
„შემიძლია დავადასტურო, რომ დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ დაკავებული არ არის, შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი… დავით მიქაძე საფრანგეთში საერთოდ არ იმყოფება“— ამბობს ადვოკატი
შეგახსენებთ, 20 სექტემბერს, მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს
ციტატები სტატიიდან
„შემიძლია დავადასტურო, რომ დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ დაკავებული არ არის, შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი… დავით მიქაძე საფრანგეთში საერთოდ არ იმყოფება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.