ადვოკატი: დავით მიქაძე დაკავებული არ არის
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძის ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ განაცხადა, რომ მიქაძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ის არც ინტერპოლის მიერაა დაკავებული და არც საფრანგეთში იმყოფება.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძის ადვოკატი, შორენა ნიქაბაძე ამბობს, რომ მიქაძე დაკავებული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია მის დაკავებასთან დაკავშირებით სიცრუეა.
ადვოკატმა ამის შესახებ "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ დაკავებული არ არის, შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი... დავით მიქაძე საფრანგეთში საერთოდ არ იმყოფება", - თქვა მან.
ცნობისთვის, 2 დღის წინ, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.
ადვოკატის ცნობით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე დააკავეს
ციტატები სტატიიდან
„შემიძლია დავადასტურო, რომ დავით მიქაძე ინტერპოლის მიერ დაკავებული არ არის, შესაბამისად, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი... დავით მიქაძე საფრანგეთში საერთოდ არ იმყოფება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.