,,ჩემი ინფორმაციით, დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში…” – ტარიელ კაკაბაძე
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. მიქაძეს დაუსწრებლად აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა და მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა თავად ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს, რომ ბიზნესმენი დავით მიქაძე დააკავეს:
,,როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში…”
დავით მიქაძეს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.
თავად დავით მიქაძე წარდგენილ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ მოკლულთან ბიზნესკავშირები არ ჰქონია
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს - ადვოკატი
- რადიო თავისუფლებაადვოკატი: საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული
- TV პირველიგავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…