ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2024 წელს მოკლული მიხეილ ქავთარაძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

2024 წელს მოკლული მიხეილ ქავთარაძის საქმეზე მოსამართლემ დავით გოგიძეს 8 წლით, ხოლო თორნიკე გოგიძესა და ოთარ მარანელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2024 წელს მოკლული მიხეილ ქავთარაძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. დავით გოგიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გოგიძეს ამავე სისხლის სამართლის საქმეზე 18 წლით პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული. ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს თორნიკე გოგიძეს და ოთარ მარანელს კი თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯათ.

საქმის პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტაცია და წარდგენილი მტკიცებულებების გაზიარების შემდეგ, ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

"მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მტკიცებულებები და წარდგენილი კვალიფიკაციით ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

თითოეულ მათგანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განესაზღვრათ 8 წელი თავისუფლების აღკვეთა და 5-5 წელი თავისუფლების აღკვეთა. კონკრეტულად, ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ცნობილ იქნა დამნაშავედ, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა ბრალდებულებს - ორ ბრალდებულს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა,"- აცხადებს პროკურორი ლაშა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მიშო ქავთარაძე ვაზისუბანში ცივი იარაღით მოკლეს, შემთხვევის დროს დაიჭრა მოკლულის მამაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეცრაზმელების საქმე - მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები