გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს საფრანგეთში
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში. დაკავება ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ადვკატის ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე დააკავეს.
როგორც მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.
"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქზე".
დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.
მიქაძის დაკავება ამ ეტაპზე ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებია.
ინფორმაცია განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…