პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული სახელმწიფოა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, ლოგისტიკის და დაკავშირებადობის კუთხით აქტიურად ვითარდება - არჩილ კალანდია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდა. ელჩ არჩილ კალანდიას თქმით, ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ახალ იმპულსს შესძენს.

საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობს. მიხეილ ყაველაშვილი ფორუმის ფარგლებში არაერთ ლიდერს შეხვდა. რამდენიმე წუთის წინ კი პირისპირ შეხვედრა დასრულდა თურქეთის პირველ პირთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგს. პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით გუშინ მიმართა.

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, არჩილ კალანდია. ელჩის თქმით, ეს იქნება უფრო მეტი იმპულსი სამომავლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

"საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ სახელმწიფოს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, ლოგისტიკის და დაკავშირებადობის კუთხით აქტიურად ვითარდება და ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ახალი პროექტების და კიდევ უფრო მეტი იმპულსი სამომავლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად", - აცხადებს არჩილ კალანდია.

შეფასება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

"თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთადაც საქართველო ახორციელებს მთელ რიგ საერთაშორისო მსხვილ პროექტებს. შესაბამისად, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის კოორდინაციას, რაც შესაბამისად, უზრუნველყოფს შემდეგ ამ პროექტების წარმატებულ განხორციელებას", - აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
  4. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - მიხეილ ყაველაშვილი ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები