პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი და დავით სონღულაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ, სადაც ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის პროექტები განიხილეს.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
იმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

„გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 90-მდე ქვეყნის ლიდერი, რაც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა.

კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 7ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
  4. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოთურქეთი საქართველოს სტრატეგიული სახელმწიფოა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, ლოგისტიკის და დაკავშირებადობის კუთხით აქტიურად ვითარდება - არჩილ კალანდია
  7. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
  8. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები