პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილა და იგი საქართველოში მოიწვია.

მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართაწაიკითხე

უახლესი ამბები