მიხეილ ყაველაშვილი: მთავარი თანხვედრა, რაშიც ეს ორი ქვეყანა ვთანხმდებით, ესაა სამშვიდობო პოლიტიკა. ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც თურქეთია, აწარმოებს მშვიდობის პოლიტიკას. არის კარგი მეზობელი, რომელსაც ჩვენნაირი დამოკიდებულება აქვს არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს ვხედავთ მსოფლიოში
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე მთავარი თანხვედრა სამშვიდობო პოლიტიკა იყო, თურქეთმა კი ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

მთავარი თანხვედრა, რაშიც ეს ორი ქვეყანა ვთანხმდებით, ესაა სამშვიდობო პოლიტიკა. ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც თურქეთია, აწარმოებს მშვიდობის პოლიტიკას. არის კარგი მეზობელი, რომელსაც ჩვენნაირი დამოკიდებულება აქვს არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს ვხედავთ მსოფლიოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მთავარი, რაშიც საქართველო და თურქეთი თანხმდებიან, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა.
„ვიცით, როგორი ინტერესია „შუა დერეფნის“ განვითარებასთან დაკავშირებით. ორი საკვანძო ქვეყანაა - თურქეთი და საქართველო. ანაკლიის პორტზე გვქონდა საუბარი. გამოთქვეს სურვილი, რომ თურქეთი ჩაერთოს ამ პროცესში. მთავარი თანხვედრა, რაშიც ეს ორი ქვეყანა ვთანხმდებით, ესაა სამშვიდობო პოლიტიკა. ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც თურქეთია, აწარმოებს მშვიდობის პოლიტიკას. არის კარგი მეზობელი, რომელსაც ჩვენნაირი დამოკიდებულება აქვს არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს ვხედავთ მსოფლიოში, როდესაც მოშლილია საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიური ურთიერთობები. მრავალპოლარული გახდა მსოფლიო“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…