პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის გამორჩეული დამოკიდებულებაა - დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე, აუცილებელია, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკუთარი „უფროსი მეგობარი“ უწოდა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში, სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
„თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით. გვაქვს ღირებულებითი და პოლიტიკური თანხვედრა - ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა. დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ამგვარი ურთიერთობებით კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…