პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და ის საქართველოში მოიწვია.

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შეხვდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს" - მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის სამიტის მონაწილეებს მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები