პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - მიხეილ ყაველაშვილი ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა

ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური პრობლემები, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა - 95 ქვეყნის პირველმა პირმა დღეს მსოფლიო ლიდერთა ტრიბუნა ერთი მთავარი მიზეზით დაიკავა - ესაუბრათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

გაეროს 31-ე კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება გარემოს დაცვასა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე გაამახვილა. განმარტა, რომ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავება ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, გლობალური დათბობის შემცირება და გარემოს დაცვა იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ შეამცირონ მავნე აირების გაფრქვევა და როგორ ჩაანაცვლონ საწვავი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობდნენ.

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კონფერენციას ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. მათი განმარტებით, ანტალიაში მიმდინარე სამიტი საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად.

სამიტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. სამომავლო ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობაზე გაკეთდა აქცენტი თურქეთის ვიცე-პრემიერთან გასაუბრებისას. სამიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ყირგიზეთის პრემიერსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციას წელს თურქეთის ქალაქი, ანტალია მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში მიღებული ერთობლივი დეკლარაცია კი კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  2. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  3. რუსთავი 2სამთავრობო"საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს" - მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება
  6. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას - რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანტონიო გუტიერეში: კლიმატის კრიზისი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე მასთან გამკლავებას ვახერხებთ, ახლა გადამწყვეტი მომენტია - ერთობლივად მუშაობა გადამწყვეტიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები