პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრი ევროპის უსაფრთხოების დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და ქვეყანა რამდენიმე დეკლარაციას შეუერთდება.

ლევან ჟორჟოლიანი: EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას
იმედინიუსი

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს EPC-ის სამიტში. აღნიშნულ სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ევროპაში არსებობს, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე, აღნიშნული შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ ეფექტს ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. ასევე, საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებას და ნარკოტიკებთან ბრძოლას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შეუერთდება განცხადებას. სამიტის ფარგლებში, საქართველო ასევე შეუერთდება უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას”, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას - ლევან ჟორჟოლიანი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
  2. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანებ​ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი – დუბლინში დისკუსიისას პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები