პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დუბლინში ვიზიტი დასრულებულია - საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მიღებულ რამდენიმე დეკლარაციას შეურთდა
ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბლინში დასრულდა: საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიღებულ უსაფრთხოების, ნარკოდანაშაულისა და მიგრაციის დეკლარაციებს შეურთდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი დუბლინში დასრულებულია. პრემიერ-მინისტრი დაესწრო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
ირაკლი კობახიძემ დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში შვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.
საქართველო შეურთდა სამიტზე მიღებულ დეკლარაციებს - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხიებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის, ნარკოდანაშუალთან ბრძოლის და უკანონო მიგრაციის საკითხებზე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა საშუალება საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზეც ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპული დღის წესრიგში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას - ლევან ჟორჟოლიანი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
ლევან ჟორჟოლიანი: EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას
ლევან ჟორჟოლიანი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…