ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დუბლინში გამართულ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით მშვიდობიან პოლიტიკაზე ისაუბრა.

დუბლინში, დისკუსიაზე თემაზე - "საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტის მიწვევით მიიღო.
"პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიისგან პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. შეკითხვები შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. საუბარი შეეხებოდა იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ტარდება დეოკუპაციის მიმართულებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, პასუხები მიეღო შეკითხვებზე პრემიერისგან. დისკუსიამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით - ლევან ჟორჟოლიანი
ლევან ჟორჟოლიანი – დუბლინში დისკუსიისას პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…