ლევან ჟორჟოლიანი – დუბლინში დისკუსიისას პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებზე
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დუბლინში გამართულ დისკუსიაზე პრემიერმა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკაზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დისკუსიისას თემაზე „საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში“, ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტის მიწვევით მიიღო დისკუსიაში მონაწილეობა.
„პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიისგან პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. შეკითხვები შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. საუბარი შეეხებოდა იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ტარდება დეოკუპაციის მიმართულებით, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, პრემიერისგან პასუხები მიეღო შეკითხვებზე. დისკუსიამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით - ლევან ჟორჟოლიანი
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…