ლევან ჟორჟოლიანი – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებაზე, მიგრაციასა და ომზე ისაუბრებს.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში. აღნიშნულ სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა დუბლინში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაში არსებობს, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ევროპაში დღეს არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნული შეეხება უკანონო მიგრაციას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, მიმდინარე ომს, რომელიც სერიოზულ ეფექტს ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. ასევე, საქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებასა და დეკლარაციას, რომლებიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკებთან ბრძოლას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მესამე შეხვედრაში, სადაც საქართველო შეუერთდება განცხადებას. სამიტის ფარგლებში, საქართველო ასევე შეუერთდება უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასაქართველო შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას, რომელიც შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას - ლევან ჟორჟოლიანი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე
ლევან ჟორჟოლიანი: EPC-ის სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვას, საქართველო ასევე შეუერთდება რამდენიმე განცხადებას და დეკლარაციას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…