პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით - ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დუბლინში პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკაზე ისაუბრა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით - ლევან ჟორჟოლიანი
რუსთავი 2

დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული დისკუსია იყო კარგი საშუალება, რათა პრემიერს ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია სხვადასხვა საკითხზე კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.

"პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიიდან პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. ასევე, შეკითხვები შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, საუბარი შეეხებოდა იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ტარდება დეოკუპაციის მიმართულებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები