პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე857 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანა წითლიძე - პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი - „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს857 ჩანაწერი · 13 მედია

ნინო დოლიძე - „ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მათთვის პოტენციურად საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს - ე.წ. კრებსების უკან უნდა დავინახოთ სახელმწიფო! ცხადია, სხვას ამის რესურსი არ ექნება

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ნინო დოლიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ უკანონო მიყურადებითა და თვალთვალით არის დაკავებული და ე.წ. კრებსების უკან სახელმწიფო დგას.

ნინო დოლიძე - „ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მათთვის პოტენციურად საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს - ე.წ. კრებსების უკან უნდა დავინახოთ სახელმწიფო! ცხადია, სხვას ამის რესურსი არ ექნება
ინტერპრესნიუსი

„ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მომავალში მათთვის საფრთხეს წარმოადგენს - სახელმწიფო უნდა დავინახოთ ე.წ. კრებსების უკან. ცხადია, სხვას ამის რესურსი არ ექნება, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მისამართით ცალკეული მაღალი იერარქიის სასულიერო პირის კრიტიკას გამოეხმაურა.

ნინო დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის წარმომადგენლები საუბრობენ იმ საკითხებზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.

„დიდი ხანია ვიცით, რომ ქვეყანაში ხდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი. კრებსების ამბავი არ არის ახალი. როგორც ჩანს, ამას მასიური სახე აქვს. „ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მომავალში მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეკლესია საკმაოდ ძლიერია, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ცხადია, ეს არის პრობლემა ნებისმიერი ჯგუფისთვის, ალბათ, ეკლესიისთვის. უკანონო მიყურადება წარმოუდგენელია დემოკრატიულ ქვეყანაში.

რა თქმა, უნდა, სახელმწიფო უნდა დავინახოთ ე.წ. კრებსების უკან. სხვას ამის რესურსი არ ექნება. ამასთან დაკავშირებით ხმის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან, მით უფრო ეკლესიის მხრიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ეკლესიის წარმომადგენლები საუბრობენ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ. ძალიან კარგია, თუ ისინი ხედავენ ნარკომანიის, ლუდომანიის, ემიგრაციის პრობლემებს“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

გარდა ამისა, მან „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ნინო დოლიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ნიშნავს შესაძლებლობის ჩამორთმევას, რომ ჩართულმა მხარემ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი არჩევნების შედეგები ვეღარ გაასაჩივროს, რაც უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯია.

“ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესზე მორგებას. ქვეყანაში ძალიან არის გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობა. ეს ხდება ერთპარტიულად, განხილვის გარეშე, დაჩქარებული წესით. აქაც ასეა. არანაირ გამარტივებაზე არ არის საუბარი, საარჩევნო პროცესები უნდა მოიცავდეს გასაჩივრების მექანიზმებს. დემოკრატიულ ქვეყნებში, გასაჩივრების მექანიზმი თავდაცვის მექანიზმია. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, გამოდის, რომ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით იქნება შესაძლებელი გასაჩივრება და არა იმ მნიშვნელოვანი საკითხების გამო, რაც არჩევნების შედეგებზე ახდენს გავლენას.

არჩევნების შედეგები არ არის მხოლოდ ტექნიკურად რიცხვების დაჯამება, ჩვენ უამრავ პრობლემას ვხედავთ. გახსოვთ, გასულ არჩევნებზე, ფარულობის პრობლემა როგორი მასშტაბური იყო ძალიან ბევრ უბანზე. გამარტივება არის „ქართული ოცნებისთვის“, ფაქტობრივად, შესაძლებლობის ჩამორთმევა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი არჩევნების შედეგები ვეღარ გაასაჩივროს ჩართულმა მხარემ. ეს უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯია. საარჩევნო კანონმდებლობას დიდი ცვლილებები სჭირდება, რათა დაუბრუნდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მან ასევე ისაუბრა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზეც. როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, სასამართლო პროცესებზე ძალიან სუსტად გამოიყურებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიები კი მომზადებული არიან.

„თუ ვინმე უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, ძალიან სუსტად გამოიყურებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მე მეტის მოლოდინი მქონდა, თუნდაც დასაბუთების და არგუმენტების ნაწილში. პირიქით არის ოპოზიციური პარტიების ფლანგი - ძალიან მომზადებულები არიან მისული. ძალიან არგუმენტირებულად საუბრობენ. მოსამართლეებს რაც შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. პირველივე დღიდან პროცესი ტექნიკურად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შინაარსობრივად. ისეთი შეკითხვები აქვთ, მათთვისაც არ არის საკმარისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ზოგი პოლიტიკური პარტია, ასევე ეს სარჩელი რა ნაწილში ვის მიემართება“, - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქეთევან ბაკარაძე - გამიჭირდა აღქმა, რას გულისხმობდა თორნიკე ჭეიშვილი - ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის მანდატების შეჩერებაც გადაწყვიტა?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები